სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისის მერის მეუღლე გაძარცვეს

ქუთაისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე, იქ, სადაც ქუთაისის მერი შოთა მურღულია ცხოვრობს, მერის მეუღლის ავტომანქანა გაძარცვეს.

როგორც იმერეთის ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს ოჯახის ახლობელმა ირინა იმედაძემ განუცხადა, მერის მეუღლის მანქანას სარკეები მოხსნეს.

"დღეს დილით ვნახეთ, რომ მანქანაზე სარკეები აღარ იყო. შოთა მურღულიამაც ნახა მომხდარი. არა მგონია ეს ვინმეს პირადი მოტივით გაეკეთებინოს," - აცხადებს ირინა იმედაძე.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100