ეკა ხოფერიას ქალიშვილის ემოციური წერილი შეყვარებულზე
ეკა ხოფერიას ქალიშვილის ანანო ლევიძის ემოციური წერილი შეყვარებულზე:
ჩვენ შორის მანძილი 3612 კილომეტრია.
დროის განსხვავება - 4 საათი.
365 დღიდან 122 დღეს ვატარებთ ერთად.
მე და სანდრო ორივე სტუდენტები ვართ. დღე და ღამეს კოლეჯში, ან მასწავლებლებთან
ვატარებთ,
რათა საუკეთესო შედეგებით დაფინანსება ავიღოთ და თუ ერთ უნივერსიტეტში, ერთ ქალაქში, ან ერთ ქვეყანაში არა, მეზობელ ქვეყნებში მაინც ვისწავლოთ, რადგან ეს 3612 კილომეტრი 400 კილომეტრამდე მაინც დავიყვანოთ და ყოველ ოთხ თვეში ნახვის ნაცვლად ორ ან ერთ თვეში ერთხელ შევხვდეთ ერთმანეთს აეროპორტში ან რკინიგზის კიბეებზე. ვიღაცას გაეცინება (სავარაუდოდ ჩვენს მშობლებს) და იტყვიან, რომ ჩვენ, 17 წლის გოგო-ბიჭმა, საერთოდ არაფერი ვიცით სიყვარულზე. შეიძლება არც ვიცით და ვაჭარბებთ, მაგრამ ყველაზე მტკივნეული სიყვარული იმ მომენტში განმიცდია, როდესაც სხვადასხვა მიმართულებით წავედით მე და სანდრო: მე-პასპორტის კონტროლის კარებისკენ, ის კი სახლში.
რაზე არ მიოცნებია, იმაზეც კი, რომ სუპერ ძალა მქონდეს, უხილავი გავხდე როცა მომინდება ხოლმე და ლონდონი-თბილისის რეისზე ჩუმად შევიპარო ყოველ პარასკევს, კვირას კი იმავე ხერხით გამოვფრინდე ხოლმე უკან გაკვეთილებისათვის.
ზუსტად ვალენტინობის შემდეგ, 1 კვირიანი არდადეგები მეწყება,რომლის გატარებასაც ჩემს ოთახში ვაპირებდი. ახლა კი ამ ტექსტის წერის დროსაც გული მიცემს, რადგან არსებობს პატარა შანსიც იმისა, რომ სანდროს აპრილამდე ვნახავ, ლონდონიდან მატარებლით გავემგზავრები ამსტერდამისაკენ
იმ უსაზღვრო ემოციების განსაცდელად , რომელსაც ეს პატარა ბილეთები მაჩუქებს.
პ.ს. ბოლოს და ბოლოს ვიღაცამ ხომ უნდა მომამარაგოს ჩურჩხელებით?
#წამოვიფრინოთ
Georgian Airways
კომენტარი