სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირინა კვიკვინია: მირჩევნია, ჩვენთან იწარმოებოდეს ისეთი ხარისხიანი წამლები, რომ ბაზარზე იმპორტი აღარ გვჭირდებოდეს

კლინიკა "ალტრა ვიტას" ხელმძღვანელი, გინეკოლოგი ირინა კვიკვინია ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშის, კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლას ეხმაურება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი მედიკამენტები, სხვა ანალოგიურ პრეპარატებთან შედარებით, 30%-ით იაფი იქნება.

„საქართველოში არსებული რეალობიდან გამომდინარე, იაფი წამლები ჩვენთვის უფრო მისაღებია. იმედი მაქვს, რომ ფასთან ერთად, ხარისხიც საუკეთესო იქნება. სიმართლე გითხრათ, არა ვარ ინფორმირებული, კონკრეტულად რა წამლებზეა ლაპარაკი. ამიტომ ძალიან რთულია ზეპირად საუბარი.რეკომენდაციისთვის, უნდა ვიცოდე ან წამალი, ან ფირმა, სხვაგვარად გამიჭირდება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ იქნება მაღალი ხარისხის წამლები, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს“, - აცხადებს ირინა კვიკვინია.

იგი მიესალმება ასევე, „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ დაგეგმილ ფარმაცევტული ქარხნის მშენელობას, რაც დააკმაყოფილებს ჯიემპი სტანდარტებს და ექსპორტზე გასატან მედიკამენტებზე მოთხოვნას.

„სიმართლე გითხრათ, მე მირჩევნია, ადგილობრივად იწარმოებოდეს ისეთი ხარისხიანი წამლები, რომ ბაზარზე უცხო ფირმის შემოსვლა აღარ გვჭირდებოდეს. რაც შეეხება იმას, რომ „ჰუმანითი ჯორჯია“ აპირებს საქართველოში ქარხნის გახსნას, ამას მხოლოდ მივესალმებით, მითუმეტეს, თუ იქ დასაქმებულები იქნებიან ჩვენი მოქალაქეები“, - განაცხადა ირინა კვიკვინიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100