სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საფრთხეშია თუ არა მატარებლის მგზავრები - რა პრობლემებია საქართველოს რკინიგზაში?

"საქართველოს რკინიგზას" მგზავრების მომსახურების მიმართულებით პრობლემები აქვს. კომფორტულ მგზავრობასთან ერთად აღმოჩნდა, რომ ახლა პრობლემებია უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებითაც, რადგან ბათუმი - თბილისის ჩქაროსნული მატარებელი, რომელიც ჩინური წარმოებისაა მემანქანეებმა ვერ აითვისეს, რის გამოც მგზავრებს საფრთხე ექმნებათ.

რკინიგზაში არსებული პრობლემების შესახებ განცხადებას ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აკეთებს. "ერთი თვის წინ მემანქანემ, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით აზრზე არ იყო "ახალი" ჩინური მატარებლების, შემთხვევით მისთვის უცნობ ღილაკს დააჭირა ხელი და მატარებელი საათნახევრით დადგა. მემანქანის კარი ჩაკეტილი, უზრდელი გამცილებლები, ვაგონების ჩაკეტილი კარებები და ფანჯრები, სრული საინფორმაციო ვაკუუმი. ორი ახლად ნაოპერაციევი ქალბატონი მოყავდათ თბილისიდან ამ მატარებლით და ერთ-ერთი კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა. მემანქანე მანამ მალავდა პრობლემას, სანამ თავად კოკა გუნცაძე არ ჩაერია თბილისიდან და სანამ შემთხვევით ერთმა მგზავრმა არ მიაგნო დაბლოკილი ღილაკის განბლოკვის საიდუმლოს და შემდეგ წიფის გვირაბიდან ბათუმამდე ეს ღილაკი, უკაცრავად პასუხია და კბილის ჩხირით ქონდათ "ჩაჭედილი", რომ მატარებელს გზა განეგრძო. როგორც აღმოჩნდა მემანქანეები საერთოდ არ იცნობენ ამ "ახალ" ჩინურ მატარბელებს და სანამ რაიმე უბედურება არ დატრიალდება, მანამ ეტყობა მათ არ ასწავლიან ახალ ტექნიკასთან მუშაობას! საოცარი სიბინძურე ვაგონებში, მათ შორის პირველი კლასის ვაგონში, მთელი გზის მანძილზე სადღაც გამქრალ-შეყუჟული გამცილებლები, არავითარი კერძო დაცვა ან დაცვის პოლიცია, რკინიგზა უსაფრთხოებაზე ფულს ზოგავს, როგორც ამიხსნეს. ახალი წლის დღეებში განსაკუთრებით, გადამთვრალი მგზავრების გამშველებელი მატარებლებში არავინ იყო. და ეს ყველაფერი მოახერხეს და დაანგრიეს ერთ წელში. საქართველოს რკინიგზის მესვეურებო, ან სირცხვილი ან პასუხისმგებლობა - ასეთი ცნებები თქვენთვის უცნობია?!" წერს ხათუნა ლაგაზიძე, სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100