სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღუდუშაურის კლინიკაში პატიმართა გაშველების დროს ბადრაგი გარდაიცვალა

როგორც რადიო “აფხაზეთის ხმა” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, გუშინ გვიან ღამით, 3 პატიმარს შორის, რომლებიც კლინიკაში სასჯელაღსრულების ერთ-ერთი დაწესებულებიდან არინ გადაყვანილები, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

პატიმრების გაშველების დროს, თვითმხილველთა ცნობით, ბადრაგის ერთ-ერთი წევრი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ფიზიკური გადატვირთვითა და ნერვიული სტერსით გამოწვეული გულის შეტევა გახდა.

როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ, პატიმრების მხრიდან ადგილი ჰქონდა საავადმყოფოს ნეიროქირურგიული განყოფილების დარბევის მცდელობას.

მათ ასევე ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს ექიმებს. ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი სასჯელაღსრულების სამინისტროში არ გაკეთებულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100