სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილი: მნიშვნელოვანია, ვინც შევიდა უკანონოდ პარლამენტში, დროზე გამოვიყვანოთ იქიდან (ვიდეო)

მნიშვნელოვანია, ვინც შევიდა უკანონოდ პარლამენტში, დროზე გამოვიყვანოთ იქედან, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ერთობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება.

„დღეს რაც მოხდა თბილისში, ეს არის დიდი გამარჯვება. დიდი გამარჯვება ქართველი ხალხის. არავის არ ეჯერა, რომ მიუხედავად ამხელა მოსყიდვისა, დაშინებისა, გაყოფისა, ჭორებისა, სიბინძურისა და პროპაგანდისა, მოხდებოდა პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ძალის გაერთიანება ერთი იდეის გარშემო, რომ არჩევნები მოპარულია და მოპარული არჩევნები არავის უნდა შერჩეს. ამიტომ, ეს მართლაც არის სასწაული, ერთობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება, ყველაფრის მიღწევა, ძალა არის ერთობაში.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ახლა ოპოზიციიდან პრაქტიკულად არავინ არ შევიდა პარლამენტში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის, ვინც შევიდა უკანონოდ პარლამენტში და მოიპარა ქართველი ხალხის ნება და არჩევნები, დროზე გამოვიყვანოთ იქედან და საქართველოს გაუჩნდეს ლეგიტიმური ხელისუფლება, ლეგიტიმური პარლამენტი და საქართველომ გააგრძელოს განვითარება და გადაწყვიტოს უმძიმესი კრიზისი, რომელიც ახლა არის ჩვენს ქვეყანაში“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

დღეს, საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100