სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსთავში, 22 წლის ბიჭი თანატოლმა გოგონამ დაჭრა

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ბიჭი მისივე თანატოლმა გოგონამ დაჭრა.

დაჭრილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მომხდარზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100