უკრაინის გენპროკურატურამ ეროვნულ პოლიციას მიხეილ სააკაშვილზე ძებნის გამოცხადების თხოვნით მიმართა
უკრაინის გენერალური პროკურატურა ეროვნულ პოლიციას თხოვნით მიმართავს, მიხეილ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადოს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი დადგენილება ეროვნულ პოლიციას უკვე გადაეცა. ამის შესახებ უკრაინის გენპროკურატურის სპიკერმა ალექსეი ლისენკომ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.
მისი ინფორმაციით, დოკუმენტი ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელს სერგეი კნიაზევს გადაეცა. უწყების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან მაშინ გაიქცა, როდესაც ის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე უნდა გადაეყვანათ.
კომენტარი