სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზოგიერთი პარლამენტარი იმასაც კი აპროტესტებს, რომ ვსუნთქავ

მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ ახლა კოჰაბიტაციის რეჟიმში ვართ. კოჰაბიტაცია ქართულად თანაცხოვრებას ნიშნავს და ის თანამედროვე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ვიცი რომ უმრავლესობის ბევრი წევრი პარლამენტში ჩემს მისვლას, ჩემს არსებობას, ჩემს გადადგილებას და რომ ვსუნთქავ იმასაც კი აპროტესტებს.

მეც არ ვეთანხმები ბევრი მათგანის თანამდებობაზე ყოფნას, სულაც არ დავნისნავდი მინისტრებად, ზოგიერთი მათგანი როგორ აირჩიეს დეპუტადად არც ეგ მესმის, მაგრამ დემოკრატიის წესი ის არის რომ ჩემი გადასაწყვეტი არ არის ვის დანიშნავენ კომიტეტის თავმჯდომარედ ან აირჩევენ პარლამენტარად. ისევე როგორც მათი საქმე არ არის ვინ არის პრეზიდენტი.

საქართველოს პარლამენტში არ არის შურისძიების ადგილი, ეს ურთიერთთანამშრომლობის ადგილია. მოდით ისე მოვიქცეთ, რომ ვიმსახურებდეთ ჩვენს წარსულს და მითუმეტეს მომავალს.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100