მუხიანში 29 წლის მამაკაცი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა
მუხიანში, ნათესავთან სტუმრად მყოფი 29 წლის გიორგი შალიკაშვილი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა.
დაცემის შედეგად მან მძიმე დაზიანება თავის არეში მიიღო. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაზარალებული ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში მოათავსა. მას ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აღენიშნებოდა.
პაციენტი ამ დრომდე სუნთქვის აპარატზეა მიერთებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
მიმდინარეობს მოკვლევა. მომხდარს გლდანი-ნაძალადევის რაიონული პოლიცია იძიებს.
კომენტარი