სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ისა, დაიდო უკვე ვიდეოს ექსპერტიზის პასუხი? თუ აქაურს აღარ ენდობა ქართული ოცნება და ტრუსკავეცის ექსპერტიზის ბიუროს მიმართა? - გვარამია

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი "ქართული ოცნების" დაანონსებულ ექსპერტიზას ეხმაურება, რომელიც მათ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოებისთვის უნდა ჩაეტარებინათ იმისთვის, რომ დაემტკიცებინათ მისი სიყალბე:

ისა, დაიდო უკვე ვიდეოს ექსპერტიზის პასუხი? თუ აქაურს აღარ ენდობა ქართული ოცნება და ტრუსკავეცის ექსპერტიზის ბიუროს მიმართა? - წერს ნიკა გვარამია.

ექსპერტიზაზე პირველი განცხადებები "ოცნების" თავმჯდომარე კობახიძემ და ფრაქციის თავმჯდომარე მდინარაძემ დილით გააკეთეს და თქვეს, რომ მათი ექსპერტები უკვე მუშაობდნენ ამ თემაზე, თუმცა მოგვიანებით, კიდევ ერთ საგანგებო ბრიფინგზე მდინარაძემ უკვე თქვა, რომ დღეს, 1-2 საათში სიმართლის დადგენა შეუძლებელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100