სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს შეყვარებულ სულებს აღაშფოთებთ, მაგრამ შოპენჰაუერმა ისინი ცდებიანო

აი რას ამბობდა არტურ შოპენჰაუერი სიყვარულის შესახებ:

"სასიყვარულო რომანის ჭეშმარიტი, მაგრამ მისი მონაწილეებისთვის გაუცნობიერებელი მიზანია ბავშვის გაჩენა, ხოლო ეს როგორ მოხდება მეორეხარისხოვანია. ჩემი უხეში რეალიზმი უეჭველად აღაშფოთებთ ამაღლებულთა და მგრძნობიარეთ, განსაკუთრებით კი შეყვარებულ სულებს, მაგრამ ისინი მაინც ცდებიან. განა მომავალი თაობის ამქვეყნად მოვლინება უფრო მაღალი და ღირსეული მიზანი არ არის, ვიდრე მათი მშობლების გადაჭარბებული მგრძნობიარობა და ოცნების საპნის ბუშტები? განა შეიძლება მიწიერ მიზანთა შორის რაიმე უფრო მნიშვნელოვანი და დიადი იყოს, ვიდრე ვიდრე მომავალი თაობის შექმნაა? ვნებიანი სიყვარულის სიღრმესა და სერიოზულობას, ასევე იმ მნიშვნელობას, რომელსაც იგი ანიჭებს ამ სფეროსთან დაკავშირებულ ნებისმიერ წვრილმანს, მხოლოდ ასეთი მიზანი შეეფერება. ის სასტიკი ტანჯვა-წამება, რასაც ადამიანი საყვარელი ადამიანის დაუფლებამდე განიცდსი, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამართლდება, თუკი ამ მიზანს ჩავთვლით ჭეშმარიტად. რადგან სწორედ ეროსისთვის დამახასიათებელი უსაზღვრო ლტოლვითა და მასთან დაკავშირებული ტანჯვა-წამებით იკვლევს გზას სიცოცხლისაკენ მომავალი თაობა".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100