"მთავარი არხის" ოპერატორის დაკავების კადრები (ფოტო)
"მთავარი არხის" ოპერატორის დაკავების კადრები - ვიდეოში ჩანს, როგორ იძალადეს სერგი ბარამიძეზე და როგორ ჩატენს ძალის გამოყენებით მანქანაში.
თუმცა ამის მიუხედავად, "პირველებთან" საუბრისას პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, კახა ბუხრაძე, ვაჟა სირაძის მოადგილე ამტკიცებს, რომ "მთავარი არხის" ოპერატორის დაკავებისას ძალა არ გამოუყენებიათ.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე დააკავეს “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი და რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მანუჩარ ჩაჩანიძე, დაკავებულია საბა ცხვიტარიძეც.
პოლიციელების ძალადობის შედეგად დაშავდა, პარტია ახალის, პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა კვიტატიანი - ამ წუთებში ის კლინიკაშია გადაყვანილი.
"ძლიერი საქართველოს" ლიდერებით თქმით, დაკავებულია მათი თანამებრძოლი, მაია გოგიძე.
მელიქიშვილის გამზირზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა - ცოტა ხნის წინ ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება იყო - აგრესიული სამართალდამცველები უპირისპირებოდნენ პოლიტიკოსებსაც, დაპირისპირება იყო ნიკა მელიასთან. არსებული ინფორმაციით, გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც. ადგილზე ასევე ნაცემია რამდენიმე ადამიანი.
კომენტარი