რუსეთში ქართველ სპორტსმენს გიორგი ყუშიტაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ქართველ მოკრივეს, რუსეთის ორგზის ჩემპიონს გიორგი ყუშიტაშვილს, რომელსაც ბრალად სამართალდამცველზე თავდასხმა და ნარკოტიკების შენახვა ედება, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ის მოსკოვის #1 საგამოძიებო იზოლატორში ე.წ. „მატროსკაია წიშინაში“ მოათავსეს. ამის შესახებ რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
235-ე გარნიზონის სამხედრო სასამართლომ ყუშიტაშვილს საპატიმრო ვადა 1-ელ აპრილამდე განუსაზღვრა.
მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი და მისი მეგობარი ოვიკ ოგანისიანი 2 თებერვალს, ფრუნზეს სანაპიროზე დააკავეს, რა დროსაც სპორტსმენმა ერთ-ერთ პოლიციელს დაარტყა. ოგანისიანი გამოძიებასთან მოწმის სახით თანამშრომლობს.
რუსი სამართალდამცავების ცნობით, ყუშიტაშვილისგან 0.61 გრამი კოკაინი ამოიღეს.
კომენტარი