სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე შპს "აიტექნიკის" მფლობელი აღმოჩნდა

  • Conversation started today
  • 21:05Goga Tirkia

    giorgi

    გოგა ვარ აიფონიდან

    გიორგი

  • 21:07Goga Tirkia

    თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე შპს "აიტექნიკის" მფლობელი აღმოჩნდა. აღნიშნული მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც iPhone+ -ს 1 600 000 ლარის ყადაღა დაადო და კონკურენტის ჩამოცილება, ჩვენი ბიზნესისა და ფულის მითვისება განიზრახა, - ამის შესახებ "აიფონ პლუსის"მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშული.

    "როდესაც ჩვენთვის ცნობილი გახდა iTechnic-თან ვალერიან ცერცვაძის კავშირები და ეს ფაქტები გავასაჯაროვეთ, მან რამოდენიმე კვირაში თავად მიმართა სასამართლოს და ყადაღის 370 000 ლარამდე შემცირება მოითხოვა და მოსამართლეს საკუთარი კომპანიის ანგარიშზე 50 000 ლარის ყადაღა დაადებინა.

    ვალერიან ცერცვაძეს იმისათვის, რომ უსამართლობიდან საკუთარი თავი მიცრედით მაინც გამოეყვანა მოსამართლეს თავად დააკისრებინა 50 000 ლარიანი ყადაღა საკუთარი კომპანიისთვის. ანუ როგორც უნდათ ისე ათამაშებენ სასამართლოს და მოსამართლეს.

    მიუხედავად ამისა, დავის საბოლოო ინსტანციაში დასრულებამდე 1 600 000 ლარის ყადაღა ჩვენს ანგარიშებზე ისევ შენარჩუნებულია, შესაბამისად დღესაც და კიდევ ბევრი თვეების განმავლობაში კვლავ 1 600 000 ლარის ყადაღა ექნება დადებული iPhone+-ს.

    მას შემდეგ როდესაც ჩვენ ვამხილეთ ცერცვაძის კავშირები "აიტექნიკთან" და დავადგინეთ, რომ "აიტექნიკი" რეალურად მისია, მან კატეგორიულად უარყო აღნიშნული

    ხოლო დღეს, ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ საჯარო რეესტრის ამონაწერები, სადაც ჩანს, რომ ვალერიან ცერცვაძის და მისი მამის, მურთაზ ცერცვაძის ქონება ჩადებულია ბანკში "აიტექნიკის" სასარგებლოდ

    დღეს, ვალერიან ცერცვაძის კომპანიის დირექტორმა ბექარ მიქუჭაძემ განაცხადა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერი არის ყალბი და ვალერიან ცერცვაძის და მისი მამის, მურთაზ ცერცვაძის ქონება არ არის ჩადებული "აიტექნიკის" სასარგებლოდო. ეს განცხადება ერთის მხრივ წარმოაჩენს მათ ნამდვილ სახეს, ხოლო მეორეს მხრივ, აშკარა ხდება თუ რატომ დაადო ასე უსამართლოდ, უაპელაციოს, უსაფუძვლოდ და ჭორის საფუძველზე ცერცვაძის სასამართლომ 1 600 000 ლარის ყადაღა კომპანია iPhone+ -ს. უკვე აშკარაა, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ბოროტად გამოიყენა თანამდებობა და ჩვენი ბიზნესის მითვისება განიზრახა სასამართლოს გამოყენებით, ხოლო უტიფრად და დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილნი იტყუებიან და ამონაწერებსაც უარყოფენ - ყალბად რაცხავენ", - ნათქვამია "აიფონ პლუსის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    "აიფონ პლუსი" ველარიან ცერცვაძის "აიტექნიკთან"კავშირების დამდასტურებელ დოკუმენტებსაც ასაჯაროებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100