სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ და საქართველო სტიქიურ მოვლენებზე რეაგირებისთვის სწავლებას ჩაატარებენ

20-24 ივნისს აშშ-ის სახმელეთო ძალები ქართულ მხარესთან ერთად საქართველოს ეროვნული გვარდიის სასწავლო ცენტრში გაერთიანებულ სწავლებას "Seard horaizon 2011" ჩაატარებენ, რომელიც ბუნებრივი კატასტროფების შემთხვევაში ყველა მხარის მიერ შესაბამისი ეფექტური რეაგირებისთვის მზადყოფნას ემსახურება.

როგორც "პირWელს" ამერიკის საელჩოდან აცნობეს, სწავლებაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის 20 ჯარისკაცი და საქართველოს მხრიდან დიდი რაოდენობით პირადი შემადგენლობა ჩაერთვება.

ტრენინგს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები წარუძღვებიან.

"სწორედ ამგვარი მზადყოფნის მნიშვნელობაზე მეტყველებს ბოლოდროინდელი სტიქიური მოვლენა საქართველოში", - აცხადებენ ამერიკის საელჩოში.

გაერთიანებულ სწავლებას გენერალ-ლეიტენანტი მარკ ჰერტლინგი და ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების სარდლობა დააკვირდებიან.

სტუმრები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.

გენერალ ჰერტლინგის მთავარი პროფესიული ფუნქცია საგანგებო ვითარებაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ჯარისკაცებისთვის კოორდინირებული მოქმედების გათვალისწინებით სწავლების ჩატარებაა.

ამასთან, იგი პასუხისმგებელია ევროპის რეგიონში 51 ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება-განვითარებაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100