გურჯაანში ლეიბორისტმა დეპუტატმა უფასოდ ,,ტაქსაობა " დაიწყო
გურჯაანში , კვირა დღეს ,,მერსედესის " მარკის უფასო ტაქსი ივლის . ქველმოქმედი მძღოლი გურჯაანის საკრებულოს წევრი, ლეიბორისტი ზურაბ სეფიაშვილია. იგი ყოველ კვირა , 4 საათის განმავლობაში, მოქალაქეებს კომფორტულ მგზავრობას, მუსიკის თანხლებით , უფასოდ შესთავაზებს. მზად არის, უკიდურესად გაჭირვებულები თბილისშიც გადაიყვანოს.
კომენტარი