ხვალ თბილისში თოვლჭყაპი იქნება
17 თებერვლიდან საქართველოში ამინდი შეიცვლება. ხვალიდან დასავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში - თოვლი, ზოგან ძლიერი. ხვალ აღმოსავლეთ საქართველოშიც იწვიმებს. 18 თებერვალს კი, ბარში მოსალოდნელია თოვლჭყაპი, მათ შორის თბილისშიც, მთაში - თოვლი.
ხვალ დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისითაც და ღამითაც ერთნაირი ტემპერატურა, +1;+6 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოში დღისით +5;+10 გრადუსი იქნება, თბილისში _ 0;+4. ამასთან, 18 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ყინვა დაფიქსირდება -4;+1 გრადუსი, დღისით +1;+6 გრადუსი იქნება. თბილისში დღისით მოსალოდნელია 0;+4 გრადუსი.
19 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით ამინდი შედარებით გაუმჯობესდება და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +12, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +9 გრადუსამდე აიწევს.
სინოპტიკოსთა პროგნოზით, 22 თებერვლიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა უფრო მოიმატებს და დათბება.
კომენტარი