სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ არის 21-ე საუკუნის ცოტნე დადიანი?

"სოლიდარობა ბაჩო ახალაიას, სოლიდარობა პოლიტპატიმრებს! თუ საქართველოს სიყვარული დანაშაულია, მაშინ მეც დამნაშავე ვარ!"- ამ ლოზუნგით, გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ მას „21 საუკუნის ცოტნე დადიანი“ შეარქვეს. მას შემდეგ რაც, ონისე გერგედავამ ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერად, ტანსაცმელი გაიხადა და შიშველ სხეულზე თაფლი წაისვა. საზოგადოების მხრიდან დიდი ყურადღება დაიმსახურა, რის გამოც droni.ge-მ გერგედავასთან ინტერვიუ ჩაწერა.

რა მიზეზებმა განაპირობა თქვენი პროტესტი?

უიმედობამ ქართულ პოლიტიკურ სიტუაციაში, რომ რუსეთმა იყიდა საქართველო აი ამან გადამაწყვეტინა ის რაც გავაკეთე.

თქვენ ლამის გმირად გამოაცხადეთ ბაჩო ახალაია და რატომ მიგაჩნიათ ასე?

იმიტომ რომ, ბაჩო ახალია ყველაზე მეტად ისჯება ამ მომენტისთვის, არანაკლებ გმირებად მიმაჩნია სხვებიც, თუმცა სხვების შეუფარდეს აღმკვეთი ღონისძიება, აი ბაჩოს კი დიდი ხმები დაუყარეს და დაუპირისპირეს.

ანუ ბაჩო ახალაია „ამოჩემებულ გმირად“ არ აგირჩევიათ?

არა მემგონი ჩემს ქმედებაში ამოჩემებული გმირი და ფანატიკური გადახრა ნამდვილად არ არის. მე უბრალოდ იმ პოლიტპატიმრებს ვუცხადებ სოლიდარობას, რომლებმაც საქართველოსთვის ღვაწლი გასწიეს და დღეს ამ სიყვარულისთვის ისჯებიან.

რა რეაქცია ჰქონდათ თქვენს ახლობლებს თაფლის წასმის კადრების ნახვის შემდეგ?

უარყოფითი რეაქცია ნამდვიალად არ ჰქონიათ, უბრალდო ცოტა შეშინებულნი არიან, იმიტომ, რომ იციან რას აუნდა მოელოდნენ საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ძალების მხრიდან. იციან, რომ რისკია მაგათი მხილება და მათთან დაპირისპირების.

თქვენ ამბობთ, რომ რისკია თქვენს მიერ დასახელებულ ძალებთან დაპირისპირება და ეშინია თუ არა ონისე გერგედავას?

არა მე არ მეშინია.

რა რეაქცია მოჰყვა საზოგადოების მხრიდან თქვენს ქმედებას და გცნობენ თუ არა ქუჩაში?

მართალი გითხრათ არ მიგვრძნია უარყოფითი დამოკიდებულება და ვისგანაც ვიგრძენი, იმათ ჩემი ქმედების აზრი და მნიშვნელობა, რომ ავუხსენი ისინიც გონს მოეგნენ და მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი საქართველოს სიყვარულმა გამაკეთებინა. ცნობას რაც შეეხება მცნობენ, უკვირთ, რომ ეს გავაკეთე, ზოგიერთი ხვდება, ზოგი არა, ჩემთან ერთად იღებენ სამახსოვრო ფოტოებს და აბსოლუტურად კეთილგანწყობას ვგრძნობ ყვეალს მიმართ.

რატომ მიბაძეთ მაინცდამაინც ცოტნე დადიანს და არა სხვა ისტორიულ გმირს?

იმიტომ რომ მაშინდელი და დღევანდელი სიტუაციები ჰგავს ერთმანეთს.ცოტნე დადიანმა გმირობა იმ ქართველი პატრიოტებისთვის გაწია, რომელიც შაჰს ჰყავდა დატყვევებული, დღესას ასეა, ზუსტად იგივე პარალელების გავლება შეიძლება, საქართველოს გმირები, იგივე ბაჩო ახალაია, დატყვევებული ჰყვას საქართველოს მტერს. ეს არ უნდა მოითმინეს ქართველმა საზოგადოებამ.იქ რუსეთი ითხოვს ბევრ ჩვენს ლიდერს და ესენიც მზად არიან გააჩუქონ საქართველო და ქართველი გმირები თავიანთი კეთილდღეობისთვის.

მორიგ სანახაობრივ პროტესტს კიდევ ხომ არ გეგმავთ?

არა არ ვაპირებ. მე ერთხელ გამოვხატე ჩემი აზრი და იმ დღის შემდეგ სულ მე-8 საპყრობილესთან ვდგავარ, მაგრამ მე ერთხელ ვთქვი ჩემი სათქმელი, თუმცა სამომავლოდ ჩემს ქმედებას პოლიტიკური სიტუაცია განსაზღვრავს.

და ბოლოს, მოკლედ გვითხარით ვინ არის ონისე გერგედავა?

ვარ 33 წლის, 11 წელი ვცხოვრობდი საფრანგეთში, ერთი თვეა რაც დავბრუნდი, ვარ სპორტსმენი, არ მყასვ მეუღლე. აი ესაა მოკელდ რაც ჩემს შესახებ შეიძლება ვთქვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100