სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თამაზ თამაზაშვილი უშიშროების შეფი გახდება: სიძე-სიმამრი ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე...

გენერალი თამაზ თამაზაშვილი უშიშროების ხელმძღვანელი გახდება. ამის შესახებ "თაიმერს" თამაზაშვილთან დაახლოებულმა პირმა აცნობა.

"თაიმერის" წყაროს ინფორმაციით, მისი დანიშვნა მას შემდეგ მოხდება, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში სტრუქტურული ცვლილება გატარდება და უშიშროება ცალკე ერთეულად ჩამოყალიბდება. მისივე ცნობით, ამ პოსტზე გენერალ თამაზაშვილის კანდიდატურა ხელისუფლებისთვის უალტერნატივოა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი 2011 წლის ოქტობერში ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს. მას სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თამაზაშვილი 10 ოქტომბერს ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100