სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით სარალიძის ოჯახის წევრები პატრიარქს შეხვდნენ - შეხვედრის კადრები

მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის, ოჯახის წევრებსა და პატრიარქს შორის შეხვედრა დასრულებულია.

ზაზა სარალიძემ ილია მეორესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან ვრცელი კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ პატრიარქს მკვლელობის დეტალებზე ესაუბრეს.

ზაზა სარალიძის განცხადებით, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით პატრიარქთან შეხვედრის დროს მეუღლესთან ერთად ისაუბრა.

„მეუღლე და ბავშვი მახლავს, ემოციებით ვართ გამოსულები. ისეთ თემაზე ვისაუბრეთ, რაც ჩემი შვილის მკვლელობას ეხება. არ მინდა, ჩემმა მეუღლემ თავი დისკომფორტულად იგრძნოს. 6 თვეა, ადამიანს ხმა არ ამოუღია,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სარალიძეებთან ერთად საპატრიარქოსთან ზვიად კუპრავაც იმყოფებოდა, თუმცა, ის პატრიარქთან შეხვედრას არ დასწრებია.

ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან მესამე დღეა, რაც მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100