სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ფეისბუქ" ონლაინ-პრესკონფერენცია: "სახალხო კრების" ახალი სტრატეგია თუ გასართობი?

"შეფიცულთა" ლიდერი, გია ბურჯანაძე, "ფეისბუქში" ონლაინ-პრესკონფერენციას დღეს მოაწყობს. მთავარი შეფიცულისთვის კითხვების დასმის საშუალება ფბ-ში დარეგისტრირებულ მომხმარებლებს საღამოს 21 საათიდან შეეძლებათ. რასაკვირველია, ამისთვის "სახალხო კრების" ფან-გვერდი უნდა მოძებნოთ და სპეციალურ ღილაკზე დაკლიკებით უნდა მოიწონოთ - სხვა შემთხვევაში კითხვას ვეღარ დასვამთ.

გია ბურჯანაძე აპირებს, ყველა შეკითხვას გულახდილად უპასუხოს. როგორც "სახალხო კრებაში" აცხადებენ, პკ-ს დროს ერთდროულად 5 ოპერატორი იმუშავებს, რათა ყველა დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა იყოს შესაძლებელი.

თუმცა, იგივე "სახალხო კრების" გამოცდილებამ აჩვენა, რომ ონლაინ-პრესკონფერენციისთვის ერთი საათი საკმარისი არ არის. ნინო ბურჯანაძის ონლაინ-პკ-ს დროს მან არათუ ყველას, დასმული კითხვების უმრავლესობასაც კი ვერ უპასუხა.

ეს დროის უკმარისობითაა განპირობებული თუ კითხვებზე პასუხის გაცემისთვის თავის არიდებით, ცალკე საუბრის თემაა. ყოველ შემთხვევაში, ბევრს გაუჩნდა აზრი, რომ კითხვების სიმრავლის მიუხედავად, ონლაინ-პკ-ს ხანგრძლივობის არგაზრდა, ორგანიზატორებს სწორედ არასასურველი კითხვებისთვის თავის ასარიდებლად სჭირდებათ:

"დროის სიმცირის გამო ყველა კითხვას პასუხი ვერ გავეცით" - ასეთი პკ-ების ყველაზე ტრადიციული, უცვლელი დასასრულია, თუმცა გაუგებარია, რატომ არ ზრდიან დროს, თუკი კითხვებზე პასუხის გაცემის პოლიტიკური ნება არსებობს.

რით იქნება გია ბურჯანაძის ონლაინ-პკ წინა ღონისძიებების მსგავსი ან მათგან განსხვავებული, საღამოს გამოჩნდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100