დავით კირკიტაძემ წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო
დავით კირკიტაძემ წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო. გაერთიანებული ოპოზციის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ის პოლიტიკური პატიმარია და ციხეში ივანიშვილის დაკვეთით ჩასვეს.
დავით კირკიტაძეს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ.
შს სამინისტრო ოპოზიციის ქვემო ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევაში ადანაშაულებს, რაც ექვსი თვიდან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერი და ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძე სამართალდამცველებმა გუშინ საგარეჯოში დააკავეს. მას ბრალი დაკავებისას ადგილზევე გააცნეს. ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ბრალად სსკ-ს 353-ე მუხლის პირველი ნაწილი ედება, რაც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკური შეურაცხყოფას და ქონების დაზიანებას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კირკიტაძის დაკავება, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა.
კომენტარი