სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ექიმი ჰაუსის“ უკანასკნელი ეპიზოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში (ვიდეო) ...

გენიალური ტელესერიალის „ექიმი ჰაუსის“ უკანასკნელი, 177-ე ეპიზოდი დღეს, საღამოს საათებში ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი. აღნიშნული ინფორმაცია ტელეარხმა Fox-მა გაავრცელა.

აღნიშნული სერიალი რეჟისორმა დევიდ შორომ შექმნა და „ექიმმა ჰაუსმა“ რვა წლის განმავლობაში სულ მცირე 30 მილიონი ტელემაყურებლის ყურადღების მიქცევა შეძლო.

კრიტიკოსები თავიდანვე აღფრთოვანებით მიესალმნენ გრეგორი ჰაუსს. ამ გენიოს პერსონაჟში გაერთიანებულია საკუთარი საქმის დიდი სიყვარული, იუმორი, პროფესიონალიზმი, ირონია და სატირაც კი.

„ექიმმა ჰაუსმა“ პოპულარობის მწვერვალს 2007 წელს მიაღწია, თუმცა შემდგომ წლებში მაყურებელთა რაოდენობამ იკლო და 5-6 მილიონზე დავიდა, მიუხედავად უამრავი „ოქროს გლობუსისა“ და ექვსი „ემისა“, რომლებიც საუკეთესო სცენარისა და დადგმის გამო მიიღო სერიალმა.

აღსანიშნავია, რომ მთავარი როლის შემსრულებელი, ჰიუ ლორი „გინესის რეკორდების წიგნშიც“ მოხვდა, როგორც ტელესერიალის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი. 2010 წელს ლორის ჰონორარი თითოეული ეპიზოდისთვის 700 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენდა.

უკანასკნელი ეპიზოდის სახელწოდება კი მეტად საინეტერესოა. რეჟისორმა სერიალის დასკვნით სერიას „ყველა მოკვდავია“ უწოდა.

სერიალის თაყვანისმცემლები შიშობენ, რომ გრეგორი ჰაუსი საკუთარ მქუხარე ცხოვრებაში სიმშვიდის მოპოვებას გარდაცვალებით შეძლებს. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ეს ყოველივე მეტად ბანალურია და რაღაც უფრო დიდის იმედი აქვთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100