სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯენიფერ ენისტონისა და ვიქტორია ადამსის დიეტა - 10 დღეში - 7 კგ

გაზაფხულს ხშირად დიეტების სეზონსაც უწოდებენ. ზამთარში "შეუმჩნევლად აკრეფილი" კილოგრამები გაზაფხულზე განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება და ქალბატონებიც გაორმაგებული ძალისხმევით იწყებენ ზედმეტ წონასთან ბრძოლას.

სპეციალისტები ამ ბრძოლაში დახმარებას გთავაზობენ, ჩვენ კი წარმატებებს გისურვებთ. ამ დიეტით 17 დღეში 7 კილოგრამამდე დაკლებას გპირდებიან. კვების ამ რეჟიმს იცავენ ჯენიფერ ანისტონი და ვიქტორია ადამსი. დასაშვებია ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, რძის პროდუქტები და იშვიათად - მწვანე სალათა. საერთო კალორიულობა არაუმეტეს 1000 კილოკალორიისა დღე-ღამეში.

პირველი დღე

საუზმე: შავი ყავა;

სადილი: 2 მოხარშული მთლიანი კვერცხი, ქორფა კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით, 1 ჭიქა პომიდვრის წვენი ან 1 პომიდორი;

ვახშამი: მოხარშული თევზი, ქორფა კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით.

მეორე დღე

საუზმე: შავი ყავა და ორცხობილა;

სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი, ქორფა კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით;

ვახშამი: 200 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, ჭიქა კეფირი.

მესამე დღე

საუზმე: შავი ყავა;

სადილი: 1 მოხარშული კვერცხი, მოხარშული სამი დიდი სტაფილო მცენარეული ზეთით;

ვახშამი: ვაშლები.

მეოთხე დღე

საუზმე: უმი, გახეხილი სტაფილო ლიმონის წვენით;

სადილი: დიდი თევზი (500 გრ) - მოხარშული ან შემწვარი, ჭიქა პომიდვრის წვენი;

ვახშამი: შემწვარი ან მოხარშული თევზი, ქორფა კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით.

მეხუთე დღე

საუზმე: შავი ყავა;

სადილი: 1 დიდი ძირი ოხრახუში მცენარეულ ზეთში შემწვარი, ვაშლები;

ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, 200 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, ქორფა კომბოსტოს სალათა ზეთით.

მეექვსე დღე

საუზმე:

შავი ყავა;

სადილი: 500 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, ხილი;

ვახშამი: ნებისმიერი რაციონი წინა დღეებიდან, გარდა მესამე დღისა.

მერვე დღიდან დიეტა მეორდება.

პლუსი: კილოგრამები ნამდვილად სწრაფად იკარგება, მაგრამ რის ფასად!

მინუსი: ამ დიეტას ცილოვან დიეტასაც უწოდებენ, მაგრამ ხანგრძლივი დროით ნახშირწყლებზე უარის თქმა მაინცდამაინც სასურველი არ არის.

გამოსავალი: შეეცადეთ, დიეტა ხშირად არ გაიმეოროთ. მისი დაცვის პროცესში კი, რაც შეიძლება მეტი ხილ-ბოსტნეული მიირთვით. დიეტის შემდეგ ზომიერად იკვებეთ, რაციონი რაც შეიძლება მრავალფეროვანი უნდა იყოს.


წყარო:

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100