სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს“ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ვოლსკიმ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ვოლსკიმ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანია პრობლემური უბნების მაცხოვრებლებთან შეხვედრით დაიწყო.იგი დღეს აჭარის 10 ნომერში მცხოვრებ დევნილ და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნული მისამართზე 195 ოჯახიცხოვრობს.მაჟორიტარობის კანდიდატმა მიმდინარე პრობლემების შესახებ, პოლიტიკურ განვითარებასა და პარტია „ქართული ოცნების“ სამომავლოგეგმებზე ისაუბრა. პასუხი გასცა მოსახლეობის მხრიდან დასმულ შეკითხვებს სოციალური პროგრამების განხორციელებისა და 2017წლის ბიუჯეტში დევნილთა დახმარების გათვალისწინების შესახებ. „თქვენ, ჩუღურეთელებს, ჩემი და ქალბატონი რიმა ბერაძის სახით, გეყოლებათ ორი ერთგული წარმომადგენელი ქვეყნის პარლამენტსადა დედაქალაქის საკრებულოში. ჩვენ არ გავცემთ უსაფუძვლო დაპირებებს. დაპირებები იქნება მხოლოდ საქმიანი, რომელსაც მოყვებარეალური შედეგი”,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100