ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა
ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევისას არასრულწლოვანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელიც ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, ზანავი-კორტანეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, ხევში გადავარდა.
მანქანაში მყოფი სულ 5 ადამიანიდან ოთხი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.
კომენტარი