თიბისი ბანკმა ინტერნეტ და მობაილბანკის მეორე გათამაშების გამარჯვებულები დააჯილდოვა
თიბისი ბანკმა ინტერნეტ და მობაილბანკის მეორე გათამაშების ათივე გამარჯვებულს, ქეთევან ნაცვლიშვილს, მარიამ გოგოტიშვილს, ზურაბ შავერდაშვილს, ალექსი მიდელაურს, ნინო ხარატიშვილს, ეკა ხუცურაულს, ეკატერინეადუაშვილს, გიორგი კობახიძეს, მიხეილ წიკლაურს და რომანი მინასიანს Iphone 6-ები გადასცა.
ინტერნეტ და მობაილბანკის მეორე გათამაშებაში ის მომხმარებლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით ინტერნეტ და მობაილბანკით ტრანზაქციები განახორციელეს. 440 000-მდე ბილეთიდან ყველაზე იღბლიანები დოლურის პრინციპით, 11 დეკემბერს, თიბისი ბანკის ცენტრალურ ფილიალში გამოვლინდნენ. გათამაშებაზე დასწრება ყველა მონაწილეს შეეძლო.
ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშება ამით არ დასრულებულა. წინ ყველაზე მთავარი, ფინალური ეტაპია, რომელიც 15 იანვარს შედგება. ყველაზე იღბლიანი მომხმარებლებისთვის სუპერპრიზი - ბინა გუდაურში და ფულადი პრიზები გათამაშდება.
მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ გათამაშებაში 31 დეკემბრის ჩათვლით და მოიგონ სასურველი პრიზები.
თითოეული განხორციელებული ოპერაციიდან მომხმარებლები გარკვეული რაოდენობის ქულებს დააგროვებენ. 5 დაგროვილ ქულაზე კი გათამაშების თითო ბილეთს მიიღებენ.
ქულების დაგროვების პრინციპი ასეთია:
· ინტერნეტბანკში შესვლა - 1 ქულა
· პირად ანგარიშებს შორის გადარიცხვა ან კონვერტაცია - 2 ქულა
· ნებისმიერი სხვა ტიპის გადარიცხვა - 2 ქულა
· ინტერნეტბანკით ანაბრის გახსნა ან სხვა საბანკო პროდუქტის შეძენა - 2 ქულა
· საკრედიტო ლიმიტის ზრდა ან წინასწარ დამტკიცებული ავტომატური სესხის აღება - 2ქულა
მობაილბანკის მეშვეობით განხორციელებულ ნებისმიერ ტრანზაქციაზე გაორმაგებული ქულები ირიცხება.
იჩქარეთ, გამოიყენეთ თქვენი შანსი, ჩაერთეთ გათამაშებაში და მოიგეთ!
კომენტარი