სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინო ბურჯანაძე და ნონა გაფრინდაშვილი გამოსაძინებლად წავიდნენ

ამ დროისთვის ტელევიზიის წინ, საპროტესტო აქციაზე დარჩენილთა რიცხვი კიდევ უფრო შემცირდა. ღამისმთეველებს დაახლოებით 300 კაცი გამოაკლდათ, თუმცა, „შევსებაც“ მოუვიდათ – ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც დროშის ტარების ხელკეტებად „გარდაქმნით“ არიან დაკავებულნი.

ბოლო დრომდე მომიტინგე ღამისმთეველებთან ერთად იმყოფებოდნენ ნინო ბურჯანაძე და ნონა გაფრინდაშვილი, თუმცა, დაახლოებით ნახევარი საათის წინ მათ ტერიტორია დატოვეს და, როგორც მომიტინგეთა ნაწილი ამბობს, „გამოსაძინებლად წავიდნენ“.

„დაძინება მეც მინდა, მაგრამ „ცელოფანზე“ ვერ ვიძინებ, თანაც, ცოტა არ იყოს, მცივა... ის ფილმი როგორაა, ერთი რომ ამბობს – რა მინდოდა წვენებშიო?“, – კითხულობს ოზურგეთიდან ჩამოსული მომიტინგე, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100