სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამირან გამყრელიძე: მიმდინარეობს მუშაობა, რომ საქართველოში ძალიან მალე კოვიდვაქცინა ხელმისაწვდომი იყოს

ქვეყანა ვაქცინაციის პროცესისთვის სერიოზულად მოემზადა , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„არსებობს გეგმა, რომელიც სახელმწიფომ დაამტკიცა, ამ გეგმის მიხედვით გათვლილია, რომ ჩვენ წელს მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი გვინდა რომ ავცრათ. მიმდინარეობს მუშაობა, რომ საქართველოში ძალიან მალე ვაქცინა ხელმისაწვდომი იყოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციისთვის მზადება ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა.

მთავრობამ კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოში მხოლოდ ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინა შემოვა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100