"ზედაზენმა" მსხლის, ტარხუნის და საფერავის დიეტური ლიმონათი გამოუშვა
ბაზარზე მსხლის, ტარხუნის და საფერავის დიეტური ლიმონათი გამოჩნდა. შაქრის „0“ შემცველობა და ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ნებართვა, რომ პროდუქციის ეტიკეტზე მითითებული იყოს წარწერა „დიაბეტური“ - ასეთია ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ შემოთავაზებული მოთხოვნადი სიახლე. „დღიდან გამოსვლისა ზედაზენის ლიმონათმა ბევრის გული მოიგო. მაგრამ არის ხალხი რომელიც ვერ ახერხერხებს ზედაზენის გემრიელი ლიმონათით ტკბობას.
იგულისხმება დიაბეტიანი ადამიანები. სწორედ მათთვის და განსაკუთრებით კი დიაბეტიანი ბავშვებისთვის სს "ქართული ლუდის კომპანიამ" განავითარა დიაბეტური ლიმონათი, რომელიც ისეთივე გემრიელი და ხარისხიანია როგორც ლუდსახარში "ზედაზენის" ნებისმიერი სხვა პროდუქტი.“ - აცხადებს ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის „ კომერციული დირექტორი კახა პაიჭაძე.
მისივე თქმით, კომპანიისთვის პრიორიტეტული ყოველთვის იყო და არის მომხმარებლის დაკვეთა-სურვილები. თუ კი მომხმარებელს უნდა რომ მიიღოს ხარისხიანი, დიეტური და ამასთან დიაბეტური პროდუქიცია, რატომაც არა?! „მე ვთვლი, რომ ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა ოფიციალური ნებართვა, ეს უკვე დამადასტირებელია იმისა, რომ პროდუქტის მიღება შაქრიანი დიაბეტის დროს არ იწვევს გლუკოზის რაოდენობას მატებას სისხლში.
ჩვენ, ორ პაციენტს, რომლებიც იმყოფებოდნენ ენდოკრინოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტში გავასინჯეთ „ზედაზენის“ ლიმონათი და ნახევარი საათის, ერთი საათის და ორი საათის შემდეგ კვლავ გადავამოწმეთ გლუკოზის დონე სისხლში და იყო სრულიად ნორმალური“ – აღნიშნა ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ელენე გიორგაძემ.
კომენტარი