“ღმერთს ყველაფერი არ შეუქმნია, მან მხოლოდ…”
-ისტორია ყოველთვის ორჯერ იმეორებს საკუთარ თავს: პირველად, როგორც ტრაგედია, ხოლო მეორედ - როგორც ფარსი. – კარლ მარქსი.
-ადამიანი თავისი ბუნებით პოლიტიკური ცხოველია. - არისტოტელე.
თუკი ერთი ლუკმა საჭმელიც კი არ გაქვს, ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება იქნება,რომ მარხვა დაიწყო. - ჰერმან ჰესე.
-ადამიანი შეიძლება გაანადგურო, მაგრამ ვერ აჯობო. - ერნესტ ჰემინგუეი.
-ჩვენს დროში ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ფული ყველაფერია. როცა მოხუცდებიან, დანამდვილებით ეცოდინებათ. - ოსკარ უაილდი.
-იმაზე უარესი, რომ შენზე ჭორაობენ, მხოლოდ ისაა, სიტყვაც კი არ თქვან შენზე. - ოსკარ უაილდი.
-რელიგია იმ კაცს ჰგავს, რომელიც შავ ოთახში ეძებს შავ კატას და რომ ჰკითხო, პოულობს კიდეც. - ოსკარ უაილდი.
-მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი, რომლის ბოლომდე გაცნობასაც ვისურვებდი, მე ვარ. - ოსკარ უაილდი.
-ნუ გამოიყენებთ მაღალფარდოვან სიტყვებს, ისინი ძალიან ცოტას ნიშნავენ. - ოსკარ უაილდი.
-ყოველთვის მიუტევეთ თქვენს მტრებს - ეს მათ ყველაზე მეტად აცოფებს. - ოსკარ უაილდი.
-ამერიკა არ აღმოუჩენიათ, ის მხოლოდ იპოვეს. - ოსკარ უაილდი.
-ჯოჯოხეთი მართლაც ერთადერთი მნიშვნელოვანი ქრისტიანული გაერთიანებაა მთელ სამყაროში. - მარკ ტვენი.
-კლასიკა – ეს არის ის, რაც ყველას უნდა, რომ წაკითხული ჰქონდეს, მაგრამ არავის უნდა წაკითხვა. - ოსკარ უაილდი.
-ბანკირი ის ადამიანია, რომელიც სიამოვნებით გათხოვებს ქოლგას, როცა ცა მოწმენდილია და წაგართმევს იმავე ქოლგას, როცა წვიმს. - ოსკარ უაილდი.
-არსებობს სიცრუის სამი სახეობა: სიცრუე, თავხედური სიცრუე და სტატისტიკა. - ოსკარ უაილდი.
-მე არ მწამს ღმერთის ,მაგრამ მეშინია მისი. - გაბრიელ გარსია მარკესი.
-არაფერში ისე არ მჟღავნდება ადამიანის ხასიათი,როგორც იმაში,თუ რა მიაჩნია მას სასაცილოდ. - იოჰან ვოლფგანგ გოეთე.
-კანონი ძლიერია, ოღონდ უფრო ძლიერია გაჭირვება. - იოჰან ვოლფგანგ გოეთე.
-თუკი ჭაბუკი ყველამ შეიძულა,ჩანს,ის რაღაცას წარმოადგენს. - იოჰან ვოლფგანგ გოეთე.
-არავინ არ ხდება ქალის მეგობარი, თუ მას შანსი აქვს, მისი საყვარელი გახდეს. –ონორე დე ბალზაკი.
-ხალხის მართვა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ის სულელია. - ონორე დე ბალზაკი.
-მტერი ყოველთვის იძახის სიმართლეს, მოყვარე – არასოდეს. – ციცერონი.
-ღმერთს ყველაფერი არ შეუქმნია, მან მხოლოდ კარგი შექმნა. - პლატონი.
-რა უფრო რთულია, გამოაღვიძო ის, ვინც სთვლემს, თუ ის,ვისაც ჰგონია, რომ რომ მას უკვე ღვიძავს? - სერენ კირკეგორი.
-ერთადერთი, რაც სწავლაში ხელს მიშლის, ესაა ჩემს მიერ მიღებული განათლება. - ალბერტ აინშტაინი.
-გეშინოდეს იმის, ვინც შენს დარტყმას არ უპასუხა. - ჯორჯ ბერნარდ შოუ.
-ვინც იცის, აკეთებს. ვინც არა – სხვებს ასწავლის. - ჯორჯ ბერნარდ შოუ.
-რომელ ნახატს გადავარჩენდი ნაციონალურ გალერეაში, თუკი იქ ხანძარი გაჩნდებოდა? რაღა თქმა უნდა იმას, რომელიც კართან ყველაზე ახლოს ეკიდებოდა. - ჯორჯ ბერნარდ შოუ.
-მტკიცება იმისა, რომ მორწმუნე ადამიანი სკეპტიკოსზე უფრო ბედნიერია, ისეთივეა აბსურდია, როგორიც ის, რომ მთვრალი კაცი ფხიზელზე მეტად ბედნიერად გრძნობს თავს. - ჯორჯ ბერნარდ შოუ.
-როცა ბრიყვს თავისი ნამოქმედარის რცხვენია, იგი ყოველთვის აცხადებს, რომ ეს მისი მოვალეობაა. - ჯორჯ ბერნარდ შოუ.
-ზოგჯერ სიგარა უბრალოდ სიგარაა. - ზიგმუნდ ფროიდი.
-ვფიქრობ, ხანდახან წერაც გმირობაა – თუ ნაწერი განსასჯელად სულელებს მიეცემათ. - სოკრატე.
-ჩემთან დავა და კამათი ადვილია, ჭეშმარიტებასთან- შეუძლებელი. - სოკრატე.
-ყველა შემთხვევაში მოიყვანე ცოლი, თუ კარგი ცოლი შეგხვდება გამონაკლისი გახდები, თუ ცუდი – ფილოსოფოსი. - სოკრატე.
-უნდა ჭამო იმისათვის, რომ იცოცხლო და არა იმისათვის იცოცხლო,რომ ჭამო. - სოკრატე.
-მეგობრად ის მიიჩნიე, ვისაც იგივე ადამიანები სძულს, ვინც შენ. - ფრიდრიხ ნიცშე.
-ორი უდიდესი ევროპული ნარკოტიკი: ალკოჰოლი და ქრისტიანობა. - ფრიდრიხ ნიცშე.
-არასოდეს არ დაუჯერო არანაირ რჩევას, არც ამას! - ოსკარ უაილდი.
-ცნობილი აფორიზმების წაკითხვისას ისეთი შეგრძნება გიჩნდება, თითქოს მათი ავტორები ერთმანეთს კარგად იცნობენ. - იმანუელ კანტი.
კომენტარი