„მე და ღარიბაშვილი იმით ვგავართ ერთმანეთს, რომ არც ერთს გავაქვს გამართული მეტყველება“
ჩემთვის უსიამოვნოა იმის ყურება, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი მძიმე სიტუაციაშია. ამის შესახებ განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გააკეთა.
მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან საკუთარ მსგავსებაზეც ისაუბრა
და განაცხადა, რომ მათ შორის მხოლოდ ერთი მსგავსებაა - გაუმართავი მეტყველება. მერაბიშვილის განცხადებით, ის თავდაჯერებულობა
და თანამშრომლობაზე
უარის თქმა, რომელიც ღარიბაშვილს ახასიათებს, ქვეყანას ცუდ შედეგებამდე მიიყვანს.
"მე ვუყურე კადრებს, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი უმცირესობას ხვდებოდა და ჩემთვის ნამდვილად არ იყო სასაიამოვნო, რომ ის ასეთ მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. მე და მოქმედი შს მინისტრი, ერთ რამეში ვგავართ ერთმანეთს, არც ერთს არ გავაქვს გამართული მეტყველება, თუმცა იმედი მაქვს, რომ გამოცდილების მიღების შემდეგ, ერთმანეთს სხვა რამეშიც დავემსგავსებით.
იმედი მაქვს, შინაგან საქმეთა მინისტრი მიხვდება, რომ ასე თავდაჯერებული ყოფნა და უარის თქმა თანამშრომლობაზე,
არ შედის ქართველი ხალხის ინტერესებში. მათ თავად დაიჯერეს მათივე მოგონილი ზღაპრების, თითქოს ჩვენ ვართ კაციჭამიები. მომიყვანეთ ერთი მაგალითი მაინც, როდესაც ჩვენი ხელისუფლების პირობებში განხორციელდა ზეწოლა დეპუტატზე, რათა ის გადასულიყო მმართველ გუნდში. თქვენ ასეთ ფაქტს ვერ მომიყვანთ. ახალი ხელისუფლების მხრიდან ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომების განმეორება და ამ შეცდომებზე კიდევ ახალი შეცდომების დამატება, ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს", განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
კომენტარი