სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თუ ეს შვიდი თვისება გაგაჩნიათ, თქვენ საწოლში საუკეთესო ხართ

მოდით დაფიქრდით - რა იცით მამაკაცის ფიზიოლოგიის შესახებ? დარწმუნებულები ხართ საკუთარ მომაჯადოვებელ ძალაში იმდენად, რომ შთაბეჭდილება მარტივად მოახდინოთ? გყოფნით ქარიზმა თუ დროა კაცებთან ურთიერთობაში გარკვეული ცვლილებები შეიტანოთ? აუცილებელია იცოდეთ იმ თვისებების შესახებ, რომლებიც პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ლოგინში საუკეთესო ხართ და თქვენი პარტნიორი ყოველთვის აღტაცებული იქნება თქვენით. ამიტომ, საჭიროა პირველ რიგში ეს თვისებები განავითაროთ თქვენში:

ფლირტაობა

მგრძნობიარე რეაქცია კომპლიმენტებზე - ამით მამაკაცი კიდევ უფრო მეტად აძლევს თავს უფლებას უფრო თამამად გესაუბროთ. მნიშვნელოვანია თვალებით კონტაქტი, რომელშიც შეპარული იქნება ვნებიანი მზერა.

ცნობისმოყვარეობა

მზად ხართ ყველანაირი სიახლისთვის. გიყვართ ყველა გამოცანაზე პასუხის მიგნება. ასეთი ქალები საწოლში არასდროს არიან მოსაწყენები.

ხელის სიმარდე

მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ თუ ხელი მოხერხებული გაქვთ, კარგად გამოგდით გარკვეული ხელსაქმეები ამ თუნდაც ლამაზი კალიგრაფია გაქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სექსის დროს საკმაოდ დიდ მოხერხებულობას გამოამჟღავნებთ.

განვითარებული ყნოსვა

თუ ეს შეგრძნება კარგად გაქვთ განვითარებული, მარტივად არჩევთ არომატების სუნს, ეს ნიშნავს, რომ თავადაც სასიამოვნო სურნელი აგდით, რაც მამაკაცებს მაგნიტივით იზიდავს და გარკვეულ გრძნობებს აღუძრავს.

ხართ კინესტეტიკი

თუ გიყვართ ყველაფერზე ხელით შეხება, ასე უფრო მარტივად აღიქვამთ და შეიგრძნობთ ყველაფერს, მაშინ თქვენ ძალიან მგრძნობიარე ქალი ბრძანდებით და ყველა მამაკაცისთვის სასურველი.

ნანახი გაქვთ პორნო ფილმები

არ ხართ მლიქვნელი და თამამად შეგიძლიათ უყუროთ პორნოს - ეს კარგი თვისებაა. ამასთან ერთად, თუ არც სექს მაღაზიები წარმოადგენს პრობლემას და შეგიძლიათ მასში სასურველი ნივთები შეიძინოთ, მაშინ თქვენს მამაკაცს ძალიან გაუმართლა.

არ გაქვთ პრობლემა თვითშეფასებასთან დაკავშირებით

აქ ყველაფერი მარტივია - თქვენ გიყვართ საკუთარი თავი და გარშემომყოფები. ეს ჯანსაღი სექსის ძალიან მთავარი კრიტერიუმია.

წყარო: elle.ru

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100