სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნარმანიამ ხეების დარგვა დაიწყო

დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„წელს საშემოდგომო სეზონზე უკვე დავიწყეთ დედაქალაქსა და მის შემოგარენში გამწვანებითი სამუშაოები და ხეების რგვა, თუმცა ნოემბერში, ჩვენ ამ პროცესს უფრო გავააქტიურებთ! რაიონულ გამგეობებს თბილისის მერიისაგან 35 000-მდე ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის ნერგი მიეწოდება და მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, შერჩეულ ტერიტორიებზე დაირგვება.

ნერგების დარგვასა და მოვლა-პატრონობას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები უზრუნველყოფენ. გამგეობებისთვის გადასაცემი ნერგების აღნიშნულ რაოდენობას, მოგვიანებით, დაემატება ასევე, 6 000 -მდე ნერგი, რომელზეც ამჟამად ტენდერია გამოცხადებული. დედაქალაქის მერია გამწვანების მიმართულებით მუშაობას განსაკუთრებულ რეჟიმში იწყებს, რათა საშემოდგომო რგვის პერიოდში, მაქსიმალურად, ეფექტურად იქნეს გამოყენებული თითოეული დღე! ჯამში, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში 313 000 ხე დაირგვება!“ - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100