სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი შესაძლოა გახდეს დარტყმა ევროკავშირზე, თურქეთსა და საქართველოზე - ყველაფერი დამოკიდებულია ქარის მიმართულებასა და სიჩქარეზე" - ზელენსკი

"რუ­სე­თი არ წყვეტს შან­ტაჟს ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­სა და მის გარ­შე­მო. ელექტრო­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რი­ის პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი და­ბომბვა გრძელ­დე­ბა. ქარ­ხნის სა­ფარ­ქვეშ ოკუ­პან­ტე­ბი ბომ­ბა­ვენ ახ­ლომ­დე­ბა­რე ქა­ლა­ქე­ბი­სა და თე­მებს, რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი საბ­რძო­ლო მა­სა­ლა­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას სწო­რედ ქარ­ხნის ობი­ექ­ტებ­ში მა­ლა­ვენ", - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, რუ­სე­თის აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი ცხად­ყოფს, რომ ის უარ­ყოფს 42 ქვეყ­ნის მო­თხოვ­ნას, რომ­ლებ­მაც რუ­სეთს ელექტრო­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რი­ი­დან ჯა­რის გაყ­ვა­ნის­კენ მო­უ­წო­დეს. "ეს ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს, რომ რუ­სე­თი უარს ამ­ბობს ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­სა და 15 სხვა ქვეყ­ნის - სულ 42 - უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ მო­თხოვ­ნებ­ზე, რომ­ლებ­მაც მო­უ­წო­დეს რუ­სეთს გა­ეყ­ვა­ნა თა­ვი­სი ძა­ლე­ბი ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი­დან. კერ­ძოდ, ეს ქვეყ­ნე­ბია : თურ­ქე­თი, სა­ქარ­თვე­ლო, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო, კო­რეა, ია­პო­ნია, ავ­სტრა­ლია, კა­ნა­და, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ. მისი თქმით, ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ცი­დენ­ტი ბევრ ქვე­ყა­ნა­ზე მო­ახ­დენს უარ­ყო­ფით ზე­გავ­ლე­ნას. "ზა­პო­რი­ჟი­ეს ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე ნე­ბის­მი­ე­რი რა­დი­ა­ცი­უ­ლი ინ­ცი­დენ­ტი შე­საძ­ლოა გახ­დეს დარ­ტყმა ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის­თვის, თურ­ქე­თის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და უფრო შო­რე­უ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის ქვეყ­ნე­ბის­თვის. ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია მხო­ლოდ ქა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა­სა და სიჩ­ქა­რე­ზე. თუ რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბი კა­ტას­ტრო­ფას გა­მო­იწ­ვევს, შე­დე­გებ­მა შე­იძ­ლე­ბა და­ა­ზა­რა­ლოს ისი­ნიც, ვინც აქამ­დე დუმს“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ. მისი თქმით, რუ­სე­თის შე­სა­ჩე­რებ­ლად სა­ჭი­როა მის წი­ნა­აღ­მდეგ მკაც­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა. "დის­კუ­სი­ე­ბი­დან და მო­წო­დე­ბე­ბი­დან რუ­სე­თის, „რო­სა­ტო­მი­სა“ და მთე­ლი ატო­მუ­რი ინ­დუსტრი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ახალ, მკაცრ სან­ქცი­ებ­ზე უნდა გა­და­ვი­დეთ. რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ, ყო­ველ­გვა­რი წი­ნა­პი­რო­ბის გა­რე­შე უნდა და­ტო­ვონ ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ. მისი თქმით, თუ ახლა მსოფ­ლიო არ გა­მო­ი­ჩენს საკ­მა­რის ძა­ლა­სა და მონ­დო­მე­ბას, და­იც­ვას ერთი ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი, ეს ნიშ­ნავს, რომ ის წა­ა­გებს, წა­ა­გებს ტე­რო­რის­ტებ­თან და და­ე­მორ­ჩი­ლე­ბა ბირ­თვულ შან­ტაჟს. "ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს პრე­ცე­დენ­ტი, რო­მელ­საც სხვა ტე­რო­რის­ტე­ბი ნა­ხა­ვენ. ამ და­მარ­ცხე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის შან­სი ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100