სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფალიაშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს

თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანს ცეცხლსასროლი იარაღის შედეგად მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით - 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რომლებიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100