დალაი ლამა ბინ ლადენის ლიკვიდაციამ გაანაწყენა
ტიბეტელთა სულიერი ლიდერი დალაი-ლამა აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ უსამა ბინ ლადენის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც ნიუ-ჯერსიში გამართულ პრესკონფერენციაზე დალაი-ლამამ განაცხადა, ბინ ლადენის მკვლელობამ იგი ისევე "დაამწუხრა", როგორც 2006 წელს ერაყის ყოფილი პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის ჩამოხრჩობამ.
დალაი-ლამამ ბინ ლადენის მკვლელობა "შეცდომად" მიიჩნია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ლოს-ანჟელესში დალაი-ლამას გამოსვლისას ჟურნალისტებს შთაბეჭდილება შეექმნათ, თითქოს ის "ალ-ქაიდას" ლიდერის ლიკვიდაციას ამართლებდა. ტიბეტელთა სულიერი ლიდერის კომენტარები მედიასაშუალებებმა ისეთნაირად გაიგეს, როგორც იმ ფაქტის აღიარება, რომ ბინ ლადენი სიკვდილს იმსახურებდა.
შეგახსენებთ, უსამა ბინ ლადენი აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოკლეს.
კომენტარი