სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა წერილი გაუგზავნეს ამერიკელმა კონგრესმენებმა დავით ბაქრაძეს?

„მაისის არჩევნები მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ქართული დემოკრატიის გამყარების პროცესში“ - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის, დემოკრატიის მხარდამჭერი კომისიის ოფიციალურ წერილში.
წერილში ამერიკელი კონგრესმენები მადლობას უხდიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის შექმნისათვის და ამ პროცესში არასაპარლამენტო ოპოზიციის ჩართულობის ძალისხმევისთვის.
„როგორც საქართველოს მეგობრებმა და პარტნიორებმა, ამ წერილის მეშვეობით გვსურს მოგილოცოთ და ავღნიშნოთ თუ რაოდენ დიდი როლი ითამაშეთ თქვენ, თქვენს ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებაში“ - ნათქვამია წერილში რომელსაც ხელს „დემოკრატიის პარტნიორობის“ თავმჯდომარე, კონგრესმენი დევიდ პრაისი და ასევე კონგრესმენი, დევიდ დრაიერი აწერენ.
წერილში საუბარია 2012 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზეც, სადაც აღნიშნულია, რომ კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობა გამოთქვამს მზადყოფნას, გაუწიოს მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტს მის ძალისხმევაში, რათა გაგრძელდეს დემოკრატიული ინსტიტუციების გამჭვირვალე და ეფექტური მუშაობის გაუმჯობესება.
„იმედს გამოვთქვავთ, რომ პარლამენტი კვლავაც გააგრძელებს პოლიტიკურ პროცესებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ქვეყნის საარჩევნო კანონმდებლობას და დემოკრატიულ ინსტიტუციებს“, - ნათქვამია წერილის დასასრულს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100