პიკანტური ბრინჯი ფორთოხლით
მასალა:
1 ½ ჭიქა ბრინჯი
1 სუფრის კოვზი კარაქი
3-3 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიახური
მარილი
შაქარი
1 ჭიქა ფორთოხლის წვენი
ბრინჯი მოვხარშოთ 3 ჭიქა წყალში ნახევრად მზადყოფნამდე. ნიახური და ხახვი მოვხრაკოთ კარაქში. როგორც კი ხახვი მოოქროსფრო-მოყვითალო გახდება დავამატოთ ბრინჯი, მარილი, შაქარი და ფორთოხლის წვენი. ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. მზა ბრინჯს მოვაყაროთ გახეხილი ლიმონის ცედრა. მომზადებული ბრინჯი სუფრაზე მივიტანოთ ხორცთან ერთად.
კომენტარი