სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბურჯანაძემ ოქრუაშვილ-გაჩეჩილაძის ჩასაძირად ბრძოლა დაიწყო"

რატომ მიიჩნევს, რომ ბურჯანაძემ ოქრუაშვილ-გაჩეჩილაძის ჩასაძირად ბრძოლა დაიწყო, რაში უსურვებს წარმატებებს "სახალხო კრებას", რა მიაჩნია ხელისუფლებასთან ბრძოლის ერთადერთ სწორ გზად, ტოვებს თუ არა "ეროვნულ საბჭოს" და ვინ აფინანსებს მოძრაობა "თავისუფალ საქართველოს", ამ და სხვა საკითხებზე "დრონი.ჯი" ყოფილ "კონსერვატორს" აწ უკვე მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" ლიდერს, კახა კუკავას ესაუბრა.
გფდგდფგდფგდფ
– თქვენ ახლახან მოძრაობა "თავისუფალი საქართველო" შექმენით, როგორია თქვენი სამოქმედო გეგმა და საერთოდაც, თუ კვლავ "ეროვნულ საბჭოში" აპირებდით ყოფნას, რა აუცილებლობას წარმოადგენდა ახალი მოძრაობის შექმნა?
გფდგდფგდფგდფ
– "თავისუფალ საქართველოს" გარკვეული სპეციფიური მიმართულება აქვს. ჩვენ გვინდა ახალგაზრდების, საშუალო ასაკის ადამიანების და, რაც მთავარია, პროფესიონალების ჩართვა პოლიტიკაში. ვფიქრობ, რომ ოპოზიციაში ამის დეფიციტი ნამდვილად არსებობს, ამიტომაც ჩვენი აქცენტები სწორედაც რომ ამ სფეროზე იქნება გაკეთებული.
გფდგდფგდფგდფ
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს და ბრძოლის გზას, ჩვენი ბრძოლის გზა და მთავარი ამოცანა არჩევნებისთვის მზადებაა. ჩვენ, წარსულში, გარკვეულწილად, პრობლემა შეგვიქმნა იმან, რომ საარჩევნო სტრუქტურებში წარმოდგენილი ჩვენი წარმომადგენლები ენერგიით და, ხშირ შემთხვევაში, კვალიფიკაციით გამორჩეულები არ იყვნენ. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ კადრების გადარჩევა, ახალი ძალები და რესურსები გვჭირდება. სხვათა შორის, რესურსების მოძიება ადვილი ნამდვილად არ არის და ამიტომაც ჩავთვალეთ, რომ ამ მოძრაობის ეგიდით ეს უფრო კარგად, მობილურად და დინამიურად მოხერხდება.
გფდგდფგდფგდფ
– ახალი ძალების და რესურსების მოძიებას "კონსერვატორებში" ყოფნით ვერ მოახერხებდით? და მაინც, იმიტომ ხომ არ შეიქმნა "თავისუფალი საქართველო", რომ გავრცელებული ინფორმაცია, თქვენსა და ძიძიგურს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ, სიმართლეა?
გფდგდფგდფგდფ
– არა, ჩემსა და ძიძიგურს შორის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, "კონსერვატორებს", ნამდვილად აღარ ვხელმძღვანელობ და მთლიანად "თავისუფალი საქართველოთი" ვარ დაკავებული. "კონსერვატორებს" წარმოადგენს ზვიად ძიძიგური და ასევე, მასთან მყოფი სხვა ადამიანები.
გფდგდფგდფგდფ
– კეთილი, ანუ "კონსერვატორებს" აღარ ხელმძღვანელობთ და თქვენი შემდგომი ნაბიჯი შემთხვევით "ეროვნული საბჭოს" დატოვება ხომ არ იქნება? კულუარებში ამის შესახებ საუბრები კარგა ხანია არ წყდება...
გფდგდფგდფგდფ
– ეს სრული აბსურდია. ჩვენ ერთ ბლოკში ვართ, ერთი სტრატეგია გვაქვს და ერთად ვაპირებთ ხელისუფლების შეცვლას.
გფდგდფგდფგდფ
– მოდით, ორიოდე სიტყვით "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ სკანდალურ მასალასაც შევეხოთ, თქვენი აზრით, გაჩეჩილაძე ხელისუფლებას გაურიგდა? გჯერათ, რომ მან ხელისუფლებისგან 2 მილიონი დოლარი აიღო?
გფდგდფგდფგდფ
– იცით, მე არ მჯერა არაფრის, რისი მტკიცებულებებიც არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ სტატიის ავტორს, ჯაბა ხუბუას ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ, მაინც არ მჯერა. ამ თემაზე საუბრები ყოველთვის იყო და, ჩემი აზრით, ამაზე საუბრით თავს მხოლოდ და მხოლოდ ჭორიკნები ირთობდნენ.
გფდგდფგდფგდფ
– ოქრუაშვილის განცხადებით, "ასავალ-დასავალში" დაბეჭდილი სტატიის ავტორი ბურჯანაძეა, თქვენი აზრით, ბურჯანაძემ ოქრუაშვილ-გაჩეჩილაძის ჩასაძირად ბრძოლა დაიწყო?
გფდგდფგდფგდფ
– დიახ, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ, ბურჯანაძემ ოქრუაშვილ-გაჩეჩილაძის ჩასაძირად ბრძოლა ნამდვილად დაიწყო, ვფიქრობ. სიმართლეა... ჩემი აზრით, ბურჯანაძემ ოქრუაშვილ-გაჩეჩილაძის ჩასაძირად ბრძოლა ნამდვილად დაიწყო. ის ფაქტი, რომ ქალბატონი ნინო გარკვეული პერიოდი დუმილს ინარჩუნებს, ამაზე მიანიშნებს. ის ესწრებოდა იმ შეხვედრებს და მან ასეთ დროს კომენტარი აუცილებლად უნდა გააკეთოს. ეს დუმილი ამ შემთხვევაში ნამდვილად ორაზროვანია. არ ვიცი, ბურჯანაძემ მიაწოდა ავტორს ეს ინფორმაცია, თუ ბიწაძემ გაუგზავნა მეილით, დეტალები ჩემთვის საინტერესო არ არის. ჩემი აზრით, ქალბატონი ნინო კომენტარს რომ არ აკეტებს ამ შემთხვევაში კეთილსინდისიერად არ იქცევა.
გფდგდფგდფგდფ
– ბურჯანაძე ვახსენეთ და აქვე გკითხავთ, საუბრები თქვენსა და ბურჯანაძეს შორის არსებულ უთანხმოებაზე რამდენად შეესაბამება სიმართლეს და "სახალხო კრების" დატოვებას, ლელიკო ჯაფარიძის მსგავსად, თქვენც ხომ არ გეგმავთ?
გფდგდფგდფგდფ
– ჩვენ შორის არანაირი უთანხმოება არ არის, უბრალოდ, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს, მათ კი - თავისი. "სახალხო კრებამ" ჩვენი რჩევები არ გაითვალისწინა, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ "კრებას" ვტოვებთ. წარმატებებს ვუსურვებთ "კრებას" თავიანთ დაუმორჩილებლობაში.
გფდგდფგდფგდფ
– წარმატებებს უსურვებთ რას ნიშნავს, დაუმორჩილებლობას, რომ დაიწყებენ, მათ გვერდით არ იდგებით? და საერთოდაც, კრებას აქვს იმის რესურსი, რომ ხელისუფლების შინ გასტუმრება შეძლოს?
გფდგდფგდფგდფ
– დაუმორჩილებლობას ჩვენ გარეშე ვერ გააკეთებენ და წარმოუდგენელია, რომ ჩვენ დაუმორჩილებლობაში არ ვიყოთ. რაც შეეხება იმას, მართლა დაიწყებენ თუ არა დაუმორჩილებლობას, ამასთან დაკავშირებით კითხვები ნამდვილად არსებობს, დაველოდოთ და ვნახოთ ერთი რას იზამენ.
გფდგდფგდფგდფ
– თქვენი განცხადებით, "სახალხო კრების" გზით ხელისუფლების შეცვლა წარმოუდგენელია, თუმცა, მაინც მათ გვერდით ხართ, აბა "თავისუფალი საქართველოს" გზით არის ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელი?
გფდგდფგდფგდფ
– ჩვენ ინდიელები არ უნდა ვიყოთ, რომ ბელადი ავირჩიოთ და შემდეგ რომელიმე პარტიას ან ბელადს გავყვეთ, აქ საუბარია კონცეფციაზე. "თავისუფალი საქართველო" კი არ არის ხელისუფლების შეცვლის გზა, არამედ საარჩევნო გზაა და ჩვენ ამ გზაზე ერთ-ერთი ფლაგმანი ვართ, თუმცა, აქ სხვა ძალებიც არიან. მხოლოდ არჩევნების გზას აქვს ლოგიკა, სხვა კონცეფცია არ მომისმენია და რომც მოვისმინო სხვა კონცეფციებში ლოგიკას ვერ ვხედავ და ვერც დავინახავ.
გფდგდფგდფგდფ
– თქვენ ამბობთ, რომ საარჩევნო გზა არის ხელისუფლების შეცვლის გზა, მაშინ რატომ ხართ "სახალხო კრებაში", გამოდის, რომ მათ გვერდით მხოლოდ და მხოლოდ სოლიდარობის გამო ხართ?
გფდგდფგდფგდფ
– დიახ, "სახალხო კრებაში" მხოლოდ სოლიდარობის გამო ვარ და ბოლომდე ვიდგები მათ გვერდით. თუ "კრებას" უნდა დაუმორჩილებლობის დაწყება, დაიწყოს, ჩვენ მათ ხელს არ შევუშლით. იცით, ოპოზიცია სრულად ვერ გაერთიანდება, რადგან იდეოლოგიური და ტაქტიკური სხვაობები არსებობს, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს უნდა დავერიოთ. ჩვენ ერთმანეთი უნდა განვიხილოთ, როგორც სტრატეგიული პარტნიორები. შეიძლება საარჩევნო კამპანია ვატაროთ ჩვენ, რადგან ეს "თავისუფალი საქართველოს" სტრატეგიაა, დაუმორჩილებლობა კი დაიწყოს კრებამ, რადგან ეს ბურჯანაძის სტრატეგიაა. ისე, მახსოვს დრო, როდესაც ქალბატონი ნინო ამტკიცებდა, რომ არჩევნებია ხელისუფლებასთან ბრძოლის სწორი გზა და არა დაუმორჩილებლობა, თუმცა, ყველაფერი იცვლება ცხოვრებაში და შეიძლება მოვიდეს ისეთი დრო, რომ ჩვენი გზები გადაიკვეთოს.
გფდგდფგდფგდფ
– რაც შეეხება საარჩევნო გარემოს შეცვლის მიზნით "პოლიტიკურ რვიანსა" და ხელისუფლებას შორის დაწყებულ მოლაპარაკებებს, გჯერათ რომ ამ მხრივ კონკრეტული შედეგი დაიდება?
გფდგდფგდფგდფ
– იცით, ადამიანი იმედით ცოცხლობს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კონკრეტული შედეგი გვექნება.
გფდგდფგდფგდფ
– ბურჯანაძე და ნოღაიდელი მოსკოვში, "პაკლონნაია გორაზე" დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორ აფასებთ მათ ნაბიჯს, მიწვევის შემთხვევაში გაემგზავრებოდით თუ არა მოსკოვში და გული ხომ არ გწყდებათ რომ არ მიგიწვიეს?
– არა, გული ნამდვილად არ დაგვწყვეტია. ჩვენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში გვაინტერესებს მხოლოდ ეკონომიკური და ტერიტორიული საკითხები და ჩვენი ამოცანა მოსკოვის არქიტექტურის გაკეთილშობილება არ არის. ბურჯანაძე-ნოღაიდელის გამგზავრების ფაქტს, არც დადებითად ვაფასებ და არც უარყოფითად. ჩავიდნენ თუ უნდათ, ვერანაირ პრობლემას და ტრაგედიას ამაში ვერ ვხედავ. რაც შეეხება იმას, ჩავიდოდი თუ არა, არ ვიცი, ვერ გეტყვით, შეიძლება წავსულიყავი, შეიძლება არა.
გფდგდფგდფგდფ
– და ბოლოს, რა ფინანსებით შეიქმნა და არსებობს "თავისუფალი საქართველო" ბატონო კახა, ამბობენ, რომ ერთ-ერთი რუსი მაღალჩინოსანი გაფინანსებთ...
გფდგდფგდფგდფ
– თქვენთან დაბეჭდილი ინფორმაციის თანახმად, ჩვენ 9 აპრილის აქციების დროს რუსეთიდან 45 მილიონი დოლარი გადმოგვერიცხა, ვინაიდან აქციები 41 მილიონი დაჯდა, დაგვრჩა ნაშთი და ამჟამად იმ 4 მილიონი დოლარიდან ვაფინანსებთ "თავისუფალ საქართველოს". კარგით რა, რა რუსეთი, რის რუსეთი, "თავისუფალი საქართველო" კერძო შემოწირულობებით სულდგმულობს, მეტს ვერაფერს გეტყვით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100