წყნეთი-თბილის ავტომაგისტრალზე კაცი დაიწვა
წყნეთი-თბილის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად საკუთარ მანქანაში 51 წლის მამაკაცი დაიწვა.
შემთხვევას თვითმხილველები არ ჰყავს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
მაშველები ცეცხლის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად გამოძახეს და მათ მხოლოდ მოგვიანებით აღმოაჩინეს მანქანაში დამწვარი ადამიანი.
შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. ჯერჯერობით უცნობია დაღუპულის ვინაობა.
კომენტარი