სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანჯელინა ჯოლიმ აქსესუარების კოლექცია შექმნა

ანჯელინა ჯოლიმ საკუთარი აქსესუარების კოლექციის გამოსვლის თარიღი დაასახელა.

კოლექციის სახელწოდებაა „ჯოლისგან“ და იგი შეზღუდული რაოდენობის ნივთებისგან შედგება. ყველაფერთან ერთად ისიც ცნობილია, რომ აქსესუარები ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება და მათი ღირებულება საკმაოდ სოლიდურია.

კოლექციის ხილვა მსურველებს საფრანგეთსა და მონაკოში 15 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი აღნიშნულ კოლექციას ცნობილ იუველირთან, რობერტ პროკოპთან ერთად ქმნიდა. სწორედ ამ უკანასკნელმა შექმნა ჯოლის ნიშნობის ბეჭედიც.

კოლექციას რეკლამას თავად ანჯელინა უკეთებს და იგი საზოგადოდ ცნობილ და პოპულარულ საღამოებსა თუ წვეულებებზე სწორედ ამ აქსესუარებით შემკული დადის.

როგორც ცნობილია, აქსესუარების გაყიდვის შედეგად შესული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100