შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან შემსუბუქდა - სააკორდინაციოს გადაწყვეტილებები
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 6 ოქტომბრიდან კვების ობიექტები მუშაობა ერთი საათით ხანგრძლივდება. რესტორნები, კაფე-ბარები და სხვა დაწესებულებები 23:00 საათამდე იმუშავებენ. იხსნება ფესტივალებსა და კონცერტებზე დაწესებული შეზღუდვაც. მათი ჩატარება რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 9 ოქტომბერს საქართველო-საბერძნეთის მატჩზე მაყურებელთა 33% დაუშვას.
კომენტარი