თურქული სერიალის გამო მიცვალებული ჭირისუფლის გარეშე დახვდათ...
მეც ვიყავი ერთ დროს სერიალის ფანი, მადლობა ღმერთს ამ უკურნებელი სენისაგან განვიკურნე... ახლა ,,ფეისბუკი'' შემეყარა და ამ ,,ვირუსის'' საწინაარმდეგო ,,ვაქცინის'' გამოგონებამდე, ალბათ, ისევ დაავადებული დავრჩები...
მეც მიტირია, სერიალის გმირების უიღბლო სიყვარულის ისტორიაზე, ბარე 299 სერია, მესამასე სერიაში კი, ყველაფერი ზრაპრულად დასრულებულა...
ახლა კი, საქართველოში თურქული სერიალებია მოდაში, თურქული კულტურა და ადათ–წესები უკვე ზედმიწევნით იცის ბევრმა...
მოკლედ ,,დიდი თურქობაა'' საქართველოში...
ამ პრობლემაზე კარგა ხანია მინდა დავწერო, მაგრამ რატომღაც სახვალიოდ გადავდე ხოლმე... დღეს კი ...
ერთი ახლობელი შემხვდა საღამოხანს, განაწყენებული ჩანდა... მიზეზი ვკითხე...
,,ნუ მკითხავ , მეგობრის დედამთილის პანაშვიდზე ვიყავი, კარგი ყვავილების ბუკეტი შევუკვეთე ,,ნანებს''( ყვავილების სალონია ქუთაისში), ხელდამშვენებული
მივალ მეთქი და ... ბედი არ გინდა?! თურქული სერიალი ყოფილა დაწყებული და ყველანი გაკრეფილი დამხვდნენ.... ერთი ორი შორეული ნათესავი ქალბატონი დამხვდა ჭირისუფალში, ისინიც მგონი სერიალზე ლაპარაკობდნენ...
შესასვლელში
მგალობლები
გალობდნენ...
მამაკაცები
აივანზე ღვინოს აჭაშნიკებდნენ...
მოკლედ, ძაან პანაშვიდი გამომივიდა, ერთადერთი მიცვალებულის სულის იმედი მაქვს, ის მაინც დაინახავდა ჩემს დაფასებულ მისვლასო... ''
ეს სიტყვები სრული სერიოზულობით მითხრა და დამავალა, აუცილებლად დაწერეო...
,,ალიბი''
ხომ არ გინდა, მეგობართან მეთქი?! –გავეხუმრე...
აბა, მარტო მიცვალებულის სულის იმედად, როგორ დავრჩეო?!...(მითხრა სიცილით და ...)
არა, ნამდვილად დასაწერი ამბავია...
მართლაც
,,დიდი თურქობაა'' საქართველოში...
კომენტარი