სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"საქართველოს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება ჩემს გულში" - სარკოზის წერილი ბაქრაძეს

საფრანგეთის ექს პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, საქართველოს პარლამენტის უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძეს წერილი გამოუგზავნა.

იხ. ორიგინალი წერილი (ქართული თარგმანით)

პარიზი, 2015 წლის 12 მაისი

ბატონო თავმჯდომარევ,

მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ მოლოცვისთვის, რომელიც რეგიონულ არჩევნებში ჩემი პარტიის გამარჯვების შემდეგ გამომიგზავნეთ.

ჩემთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო თქვენი წერილი და მხარდაჭერა. ის კიდევ უფრო აძლიერებს ჩემს მოტივაციას გავაერთიანო ჩემი პოლიტიკური ოჯახი და ერთად მოვემზადოთ ხელისუფლების ცვლილებისთვის, რაც ასე სჭირდება ჩემს ქვეყანას.

თქვენ კარგად იცით, რომ საქართველოს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება ჩემს გულში. არასოდეს დავივიწყებ იმ თბილ შეხვედრას, რომელიც ქართველმა ხალხმა მომიწყო თავისუფლების მოედანზე 2011 წლის ოქტომბრის თვეში. ეს ვიზიტი ჩემი საპრეზიდენტო მოღვაწეობის პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და ემოციურ მოგონებად დარჩება.

მე თქვენსავით მოხარული ვიქნები, თუკი გავაგრძელებთ პარტია „სახალხო მოძრაობისთვის კავშირსა“ (UMP) და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დაახლოების მიზნით დაწყებულ მუშაობას.

ბატონო თავმჯდომარევ, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს პატივისცემასა, საუკეთესო სურვილებით.

ნიკოლა სარკოზი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100