სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ვეძებთ მარიკა ჟვანიას" - ნეაპოლში ქართველი ემიგრანტი გაუჩინარდა

იტალიის ქალაქ ნეაპოლში ახალგაზრდა ქართველი ქალი გაუჩინარდა. მარიკა (მარი) ჟვანიას დაკარგვის შესახებ ინფორმაცია იტალიაში ქართველი ემიგრანტების ფეისბუქ-ჯგუფში გავრცელდა.

ახლობლები ყვებიან, რომ ქალი წლებია იტალიაში მუშაობს და უკვე ერთი თვეა კონტაქტზე არ გამოსულა.

„ვეძებთ მარი (მარიკას) ჟვანიას. ქალაქ ნაპოლში 1 თვეა კონტაქტზე არ გამოდის… ტელეფონზე ზარი გადიოდა სამი დღის უკან, ეხლა გათიშულია… თუ ვინმეს გეკონტაქტებათ, ან გინახავთ, ან რამე იცით დამეკონტაქტეთ გთხოვთ… ხვალ პოლიციაშიც უნდა დავრეკოთ“, – წერს ერთ-ერთი ემიგრანტი.

დაკარგული ქალის კიდევ ერთი ახლობელი კი ყვება:

„ის რამდენიმე წელი ემიგაციაში იმყოფება, აქ ფინანსური პრობლემები შეექმნა. არის მშვიდი, წყნარი ადამიანი. არ უყვარს ბევრი ლაპარაკი და საკუთარ პრობლემებზე საუბარი. ბოლოს, სავარაუდოდ 10 დეკემბერს ჰქონდა კომუნიკაცია ახლობელთან, მას მერე არც ესემესებს პასუხობს და ბოლო 4 დღეა მობილურიც გათიშულია“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100