შვილისთვის ადოლფ ჰიტლერის დარქმევის გამო დედ–მამას მეურვეობა ჩამოართვეს
ცოლ–ქმარს ნიუ–ჯერსიდან, რომლებმაც უმრწემეს ვაჟიშვილს ადოლფ ჰიტლერი დაარქვეს, შვილს სოციალური სამსახური ჩამოართმევს და, ბუნებრივია, სახელსაც შეუცვლის. „ადოლფ ჰიტლერი“ მათი მეოთხე შვილია. ადგილობრივი მედიიის ცნობით, დებორა კემპბელის შვილი დაბადებიდან 17 საათის შემდეგ სოციალურმა აგენტებმა წაიყვანეს და მშობლებს მასზე მეურვეუბის უფლება ჩამოართვეს. სოციალური სამსახურის მზრუნველობის ქვეშ ჩვილი მანამ დარჩება, სანამ მისი შემდგომი ბედი არ გაირკვევა. სოციალური აგენტები დარწმუნებული არ არიან, რომ დებორა და ბავშვის მამა შვილს სათანადოდ გაზრდიან.
სოციალურმა აგენტებმა, რომლებიც კემპბელების სახლში იმყოფებოდნენ, უამრავი ნაცისტური სიმბოლო აღმოაჩინეს. ცოლ–ქმარმა სოციალური აგენტების ყურადღება პირველად მაშინ მიიპყრო, როცა 2008 წლის დეკემბერში სუპერმარკეტშიშეუკვეთეს ტორტი წარწერით: „დაბადების დღეს გილოცავთ, ადოლფ ჰიტლერ!“
მშობლებისთვის დანარჩენ სამ შვილზე მეურვეობის უფლების ჩამორთმებაზე სასამართლო უახლოეს დღეებში იმსჯელებს.
კომენტარი