პუტინს ვკითხე, რატომ ბომბავს ბავშვებს, პასუხად დუმილი მივიღე – ფინეთის პრეზიდენტი
ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტეს თქმით, მან რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს, რაზეც პუტინმა დუმილით უპასუხა.
ნიინისტეს განცხადებით, პუტინს “საკუთარი ახსნა” ჰქონდა დონბასის რეგიონში რუსეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
“მე ვუთხაი მას, მაგრამ ახლა თქვენ ბომბავთ ბავშვებს, ქალებს და ხალხს, ვისაც დონბასთან არაფერი აქვს საერთო კიევში, ხარკოვსა და მარიუპოლში”, – უთხრა ნიინისტემ ადგილობრივ ტელევიზიას.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა უპასუხა პუტინმა, ფინეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ პუტინი უბრალოდ გაჩუმდა და სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი.
ფინური მედიის ცნობით, მხარეების განხილვის თემა ფინეთის განაცხადი იყო ნატოში წვერობისთვის.
რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ომი ორ თვეზე მეტი ხანია გრძელდება.
კომენტარი