სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ხელისუფლებას არ აქვს ეროვნული სულისკვეთება, რომ ქვეყანაში რამე შეცვალოს” - მამუკა ხაზარაძე

“ლელო” საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას. ამჯერად პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე კასპის მოსახლეობას შეხვდა და გორისა და კასპის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი - პაპუნა კობერიძე წარუდგინა.

გამართული ღონისძიების ფარგლებში კი ხაზარაძემ მოსახლეობას რეგიონში არსებული პრობლემების პარალელურად მათ "ლელოს" ახალი მარშალის გეგმა” გააცნო, რომელიც პარტიის მთავარი პროგრამული დოკუმენტია და მოიცავს ქვეყნის განვითარებისთვის ყველა საჭირო მიმართულებას: ეკონომიკას, ჯანდაცვას, განათლებას, კულტურის განვითარებას და სხვა.

“ხელისუფლებას არ აქვს ეროვნული სულისკვეთება, რომ ქვეყანაში რამე შეცვალოს”- ამის შესახებ “ლელოს” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ კასპის და გორის საარჩევნო ოლქში პაპუნა კობერიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

“ვიცით, რომ ამ რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი და ჩვენ უნდა დავაბრუნოთ გორი, კასპი და საერთოდ, შიდა ქართლი იმ ეპიცენტრში, რასაც ჰქვია აგროწარმოება, ბიოწარმოება, რომ ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ ექსპორტზე გავიდეს. იმ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი მოდის და ყველა მხრივ მდიდარია, არ უნდა ვიყოთ იმპორტზე დამოკიდებული. არამედ პირიქით, ჩვენ უნდა გავიტანოთ ექსპორტზე ჩვენი პროდუქცია. სამწუხაროდ, დღევანდელი მთავრობა ამას აკეთებს. რადგან მათ არ გააჩნიათ ეროვნული სულისკვეთება, რომ ქვეყანაში რამე სასიკეთოდ შეცვალოს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს მდგომარეობა გამოვასწოროთ. ამის ნაცვლად დაკავებული არიან პოლიტიკური ქულების დაწერით,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ღონისძიების მსვლელობისას მამუკა ხაზარაძემ დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიდგომა ამ მხრივ ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ხაზარაძის თქმით, მსგავსი შინაარსის საქმე ხმაურით და დაჭერებით არ წყდება, ეს არის ანტი სახელმიწოფოერბივი გადაწყვეტილება და არის პირდაპირი წინასაარჩვენო ე.წ ტრიუკი, რომელსაც წინასაარჩევნოდ იყენებს ივანიშვილი და “ოცნება”.

“ჩვენ ამას აბსოლუტურად ვემიჯნებით და როგორც კი “ლელო” მოვა ხელისუფლებაში, არამარტო გარეჯის საკითხს, არამედ მთლიან ქვეყნის გაერთინების საკითხს მივიყვანთ ბოლომდე, ისე, რომ არ დაზიანდება არავის ინტერესი,”- აცხადებს ხაზარაძე.

მოსახლეობასთან შეხვედრისას მათ წინაშე სიტყვით გამოვიდა კასპის და გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაპუნა კობერიძე და დამსწრეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“ყველა იმ ადამიანის მადლიერი ვარ, ვინც აქ დგას. მე თუ ჩემი ამომრჩეველი მენდობა, რომ ვიყო მათი ხმა საკანონმდებლო ორგანოში და ვიზრუნო ყველა მოქალაქის დასაცავად, ვიბრძოლებ, პირველ რიგში, მმართველობის სრული დეცენტრალიზაციისა და მმართველობის მოსაპოვებლად. გარდა ამისა, რეგიონს აქვს ბევრი პრობლემა, რომელიც აუცილებლად ეტაპობრივად უნდა მოვაგვაროთ,”- აღნიშნა კობერიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100